მიწოდების პირობები:
კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი მიაწოდოს აღნიშნულ პირს ახალ, დაუზიანებელ და ორიგინალ შეფუთვაში. პროდუქტის მიწოდება ხორციელდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ვებგვერდზე, მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმების დროს მითითებულ მისამართზე.
მომხმარებელი პასუხისმგებელია:
* შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს და დარწმუნდეს მის მიერ მითითებული მონაცემების: მისამართი, საკონტაქტო ნომერი და სხვა აუცილებელი ინფორმაციის სიზუსტეში.
მომხმარებლის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, ანდა შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (კურიერის - პარტნიორი კომპანიის) მიერ დაკავშირება, კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის შეთანხმებულ ვადებში მიწოდებაზე.
3. ხარვეზი ინფორმაციაში:
თუ მისამართის ან ტელეფონის ნომრის შეცდომით მითითების გამო პროდუქტის მიწოდება ვერ განხორციელდება, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი ბრუნდება გამყიდველთან. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ხელმეორედ მიწოდებისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეასწოროს მიწოდების ინფორმაციაში არსებული ხარვეზი და მიწოდების ღირებულება ხელახლა გადაიხადოს.
4. მიწოდების ღირებულება
მიწოდების მომსახურების საფასური განისაზღვრება მომხმარებლის მდებარეობის მიხედვით და შეადგენს:
• თბილისი – 6 ლარი
• რეგიონები – 13 ლარი
* მიწოდების მომსახურეობის საფასური არ შედის პროდუქტის (სუნამოს) ღირებულებაში და ემატება (დამატებით) შეკვეთის გაფორმების ბოლოს.