ზრუნვა მომხმარებელზე
არასწორად მიღებული ნივთისა ან/და ქარხნული წუნის გამოსწორების პოლიტიკა.
სუნამო არის პირადი ჰიგიენის პროდუქტი, ამიტომ, ჩვენ ვერ მოვახდენთ ანაზღაურებას გახსნილ, ან გამოყენებულ სუნამოებზე. ეს პოლიტიკა უზრუნველყოფს ჰიგიენას და ხელს უშლის მეორადი პროდუქტების ხელახალ გაყიდვას, რომელიც შეესაბამება კოსმეტიკური ინდუსტრიის გავრცელებულ პრაქტიკას.
1.1. არასწორად მიღებული, ან/და ქარხნული წუნის მქონე ნივთები:
შპს ექსიტარი პასუხისმგებელია მომხმარებლისათვის არასწორად მიწოდებულ ან/და დაზიანებულ (წუნის მქონე) ნივთებზე. თუ თქვენ მიიღებთ პროდუქტს, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც შეუკვეთეთ, ან თუ სწორად მიღებულ სუნამოს აღმოაჩნდება რაიმე სახის ქარხნული წუნი, მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, უნდა გამოგვიგზავნოთ ფოტო და ვიდეო მასალა, აღმოჩენილი ხარვეზის/წუნის დასადასტურებლად. ჩვენ შემოგთავაზებთ შემდეგი სახის რეაგირებას:
-
ჩანაცვლება: არასწორად მიღებული სუნამოს შემთხვევაში, ჩვენ გამოგიგზავნით თქვენ მიერ შეძენილ პროდუქტს დამატებითი საფასურის გარეშე.
-
ქარხნული წუნის გამოსწორება: ჩვენ აღმოვფხვრით, შევასწორებთ გამოვლენილ ხარვეზს, რათა სრულყოფილად შეძლოთ პროდუქტის გამოყენება.
არასწორად მიღებულ პროდუქტზე, ან ქარხნულ წუნთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს კლიენტთა მომსახურების ჯგუფს.